ნატო კილაძე

  • სპეციალობა: დერმატოვენეროლოგია
  • სამედიცინო ცენტრი "მარჯანი" დერმატოვენეროლოგია და ესთეტიკური მედიცინა
  • ტელ: 5(99) 24 20 56
  • ელ-ფოსტა: natakiladze@yahoo.com

კლინიკა ”მარჯანის” მთავარი ექიმი

თსსუ-ს დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი, დერმატოვენეროლოგი ნატო კილაძე 

1972 წელს დაამთავრა ლვოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და შემდეგ ამავე ინსტიტუტში კლინიკური ორდინატურა დერმატო-ვენეროლოგიაში. პოსტდიპლომური კურსი გავლილი აქვს მოსკოვისა და ხარკოვის დერმატო-ვენეროლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტებში. 

1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის ასისტენტია და დოცენტი, 2003 წლიდან -ასისტენტ-პროფესორია. 

1999 წლიდან - შიდსის და იმუნოლოგიის ეროვნული ცენტრის კონსულტანტია. 

2002 წლიდან სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“ მთავარი ექიმია. საერთაშორისო დერმატოკოსმეტოლოგიის ასოციაციის წევრი, მსოფლიო ანტიდაბერების ასოციაციის წევრი და წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოს ანტიდაბერებისა და მეზოთერაპიის ასოციაციის წევრი. 

სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 80-მდე ნაშრომი, 3 სახელმძღვანელო, 3 პატენტი. 

ფლობს ქართულ, ინგლისურ, პოლონურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.