Nuk

ექიმი ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.

დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თვალის განყოფილებაში, თსსუ თვალის სნეულებათა კათედრაზე.

მუშაობდა აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალურ თვალის სნეულებათა კლინიკაში ექიმ-ოფთალმოლოგად, თსსუ თვალის სნეულებათა კათედრაზე.

2006 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ-ოფთალმოლოგად.

კვალიფიკაცია გაიარა კონტაქტურ კორექციაში, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია და თვალის რეფრაქციულ ქირურგიაში, ამბულატორიულ ოფთალმოლოგიაში, გლაუკომის ადრეულ დიაგნოსტიკაში, რეფრაქციის მანკების კორექციაში, ვიტრეორეტინულ პათოლოგიასა, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, ოფთალმოპათიებში.

არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ერთი მეთოდური რეკომენდაციის, რაციონალური წინადადებისა და გამოგონების ავტორი.

მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.

არის საქართველოს ექიმთა, საქართველოს ოფთალმოლოგთა და კატარაქტის, რეფრაქციული ქირურგიის ევროპული ასოციაციების წევრი.