Nuk

ფიზიოლაზერთერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი

პროფესიული გამოცდილება
მუშაობდა ქ. რუსთავში ექიმ თერაპევტად, ზოგადი თერაპიის კათედრაზე ქ. თბილისში. სპეციალიზაცია გაიარა ზოგადი თერაპიის კათედრაზე თბილისის #7 კლინიკურ საავადმყოფოში, კურორტოლოგიის ს/კ ინსტიტუტის ფიზიოთერაპიის განყოფილებაში, ლაზერთერაპიაში ლაზერთერაპიის რესპუბლიკურ ცენტრში. 1993 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ლაზერთერაპიის განყოფილების ხელმძღვანელად. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს უმაღლესი კატეგორიის ექიმის წოდება. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.

განათლება, კვალიფიკაცია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკის ენდოკრინოლოგიის კათედრაზე.