Nuk
ლევან მაყაშვილი


მედიცინის დოქტორი
თანამდებობა
მეან-გინეკოლოგი

დამატებითი ინფორმაცია
საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის საორგანიზაციო საბჭოს წევრი

პრაქტიკული საქმიანობის სფერო
გინეკოლოგიური   და  რეპროდუქციულ–ენდოკრინოლოგიური  დარღვევების  დიაგნოსტიკა  და  მკურნალობა, უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა, ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეების ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მართვა, ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა და მკურნალობა პათოლოგიის დადგენის შემთხვევაში, ნაყოფისმიერი ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების დადგენა და მკურნალობა და განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა, ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ორსულობისა და მშობიარობის მართვა, რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა (კოლპოსკოპია, კრიოდესტრუქცია, დიათერმოკოაგულაცია და ა.შ.), ყველა სახის სამეანო-გინეკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა (მათ შორის ქალის სასქესო ორგანოების პლასტიკურ-აღდგენითი და ლაპარასკოპიული ოპერაციები).

განათლება
2003 - პოსტდიპლომური გადამზადების კურსი ლაპარასკოპიური ქირურგიასა და ჰისტეროსკოპიაში (ქ. რიაზანის ენდოსკოპიური ქირურგიის ცენტრი, სერტიფიკატი);
2001 - სპეციალიზაცია მეან–გინეკოლოგიაში (სახელმწიფო  სერთიფიკატი); 
1999 - პოსტდიპლომური გადამზადების კურსი ლაპარასკოპიურ გინეკოლოგიაში (ქ. რიაზანის ენდოსკოპიური ქირურგიის ცენტრი, სერტიფიკატი);
1991–1998 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სამკურნალო ფაკულტეტი)

პროფესიული გამოცდილება
2011 დღემდე   - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „ემბრიოტოქსი“, სამშობიარო სახლი „ემბრიო”;
2012 დღემდე - კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი მეან-გინეკოლოგი;
2007-2011 - სამშობიარო სახლის „იმედის კლინიკა“ ექიმი მეან-გინეკოლოგი;
2004-2007 - აკ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის ექიმი მეან-გინეკოლოგი; 

სამეცნიერო-პედაგოგიური  მოღვაწეობა
2006 დღემდე - თსსუ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
1999 დღემდე - თსსუ დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამების განმახორციელებელი;
1999-2006 - ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი.

სამეცნიერო ხარისხი
2007 - მედიცინის  აკადემიური დოქტორი;
2004 - მედიცინის მეცნიერებათა  კანდიდატი.
პუბლიკაციები:  10 სამეცნიერო ნაბეჭდი ნაშრომის ავტორი.

სამეცნიერო ინტერესთა  სფერო
მეანობა-გინეკოლოგია