Nuk

შოთაძე-მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის ქიმიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი- ხათუნა შოთაძე!

დეპარტამენტში პაციენტებს უტარდებათ ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების და პროტოკოლების შესაბამისად.

დეპარტამენტში პაციენტებს საშუალება ეძლევათ ჩაიტარონ დაავადების მედიკამენტური მკურნალობა - ქიმიოთერაპია, იმუნო და ტარგეტული თერაპია ნეოადუანტურ ,ადუანტურ და პალიატიურ რეჟიმში, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში.

მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია, რომლის შერჩევაც ხდება კონსილიუმის წესით.