Nuk

მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

პროფესიული გამოცდილება
კვალიფიკაცია გაიარა მეან-გინეკოლოგიაში: ქ. პარიზის (საფრანგეთი) როდშილდის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სენტ-ანტუანის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ინდეფრანსის კრეტეის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჟორჟ პომპიდუს საუნივერსიტეტო კლინიკაში. მუშაობდა ქ. ლანის (საფრანგეთი) საუნივერსიტეტო კლინიკაში მეან-გინეკოლოგად. 2005 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. მიღებული აქვს შემდეგი დიპლომები: „ქირურგიული ტექნიკა ონკოლოგიური პათოლოგიების დროს გინეკოლოგიაში“, „ქირურგიული მკურნალობა ურო-გინეკოლოგიაში“, “ლაპარასკოპიული ტექნიკა გინეკოლოგიაში“. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში: საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, უკრაინა, ყაზახეთი, ჰოლანდია და სხვ. არის საქართველოს და საფრანგეთის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციების წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

განათლება, კვალიფიკაცია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო ქ. პარიზის (საფრანგეთი) სამედიცინო ინსტიტუტში მეან გინეკოლოგიაში.