Nuk

 

ექიმი _ ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი;
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი.
თსსუ სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დაბადების ადგილი და თარიღი: ქ. თბილისი, 1965 წლის 13 აგვისტო;

სამუშაო გამოცდილება: 
1994 _ 1996 წწ
. ქ.თბილისის  ქ.თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული, სტომატოლოგიური და სან-ჰიგიენური  ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი;
1999 – 2019 წწ, ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის კავშირი – თავმჯდომარე;
2000 წლიდან ა.ლაჭყეპიანის სახელობის საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის დამფუძნებელი;
1997 წლიდან – 2013 წლამდე ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის სამკურნალო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი მედიცინის დარგში;
2007-2019 წწ თბილისის დ.ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რეაბილიტაციის კურსის ხელმძღვანელი;
2013 წლიდან – 2019 წლამდე ი.ბოკერიას სახ. ნეიროგანვითარების ცენტრის – ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
2019 წლის აპრილიდან თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი.
2019 წლის ოქტომბრიდან თსსუ სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
2020 წლის სექტემბრიდან თსსუ სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

განათლება:
1971 _ 1982 წწ. ქ.თბილისის #23 საშ. სკოლა;
1984 _ 1992 წწ. ქ.თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი;
1999 წ. _ "სოციალური პოლიტიკის განვითარების პროგრამა" _ ქ. თბილისი;
1999 წ. ამერიკის ცერებრული დამბლის აკადემიის წევრი;
1999 წ. _ 29 ნოემბერი _ 11 დეკემბერი – "სოცოალური პოლიტიკის განვითარების პროგრამა" – ქ. პრაღა;
1999წ _ 12 -18 დეკემბერი _ "სოციალური პოლიტიკის განვითარების პროგრამა" – ქ. ზაგრები;
2000წ _ 18 _ 21 იანვარი _ "სოცოალური პოლიტიკის განვითარების პროგრამა" _ გუდაური;
2002წ _ 16 _ 18 სექტემბერი _ "სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები" _ ქ. თბილისი;
2003წ. _ “ტავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის პრევენცია და მართვა”–ქ. თბილისი;
2003წ. _ “თავის ტვინის მცირე და საშუალო სიმძიმის ტრავმული დაზიანება – დიაგნოსტიკისა და მენეჯმენტის თანამედროვე საფუძვლები” _ ქ. თბილისი;
2003წ. _ “ტკივილის მედიცინის საფუძვლები” _ ქ. თბილისი;
2003წ. _ “სამეწარმეო საქმიანობის თავისებურებები ჯანდაცვის სისტემაში” _ ქ. თბილისი;
2003 წ. – “პრეპარატ დისპორტის გამოყენება ნევროლოგიაში” – ქ. მოსკოვი.
2004წ. _ “რეაბილიტაციის პრინციპები” _ ქ. თბილისი;
2005წ. _ ბავშვთა ნევროლოგთა ევროპული ასოციაციის სემინარი: “სისხლის მიმოქცევის მოშლის თავისებურებანი ბავშვთა ასაკში” – ოსლო, ნორვეგია;
2006წ _ “გუნდური მიდგომების პრინციპები ნეირორეაბილიტაციაში” _ ქ. არნხემი, ჰოლანდია;
2007წ. _ “ინკლუზიური განათლება” – ქ.სტავანგერი, ნორვეგია;
2008წ. _ “სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია” _ ქ.ტალინი, ესტონეთი;
2009წ. 16 – 21 თებერვალი  _ ნეირო-განვითარებითი მკურნალობა – ქ. თბილისი;
2009წ. _ “სოციალური პოლიტიკა და სოციალური მუშაობა” _ ქ.ტალინი, ესტონეთი;
2010წ. 4-15 ოქტომბერი _ "ორთეზების შერჩევა და დამზადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის" _ ქ. სტოქჰოლმი, შვედეთი
2012წ. 8 – 10 ნოემბერი, _ სპასტიურობის მართვა მულტიდისციპლინური მიდგომით – ქ.სტამბული, თურქეთი;
23.07.2015 წ – ICH-GCP  –  თრენინგის სერტიფიკატი;
2017 წ – 13-14 აპრილი – პრეპარატ დისპორტის გამოყენება ნევროლოგიაში – ცერებრული დამბლის მკურნალობაში.
2018 წ. – ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის 30-ე კონფერენცია.
2020 წ. – მენეჯმენტის სისტემები რეაბილიტაციაში;
2020 წ. – მე -11 მსოფლიო კონგრესი ნეირორეაბილიტაციაში;
2020 წ. – ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის 31-ე კონფერენცია.

კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება:
2014 წელი
– ბოტულინის ტოქსინით ჰიპერსალივაციის მკურნალობის ეფექტურობის შეფასება ორმაგი ბრმა პლაცებოკონტროლირებადი მეთოდით – მკვლევარი;

პედაგოგიური გამოცდილება:
2007 წლიდან 2019 წლის აპრილამდე თბილისის დ.ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – რეაბილიტაციის კურსის ხელმძღვანელი;
2019 წლის აპრილიდან - თსსუ სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
2020 წლის სექტემბრიდან თსსუ სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი.

განხორციელებული პროექტები:
· 1997 წ. - "ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა და მათი მშობლების თემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და განათლება". პროექტი დააფინანსა ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"- პროექტის დირექტორი;
· 1998 წ. - "ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვებისა და მათი მშობლების განათლება". პროექტი დააფინანსა ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"- პროექტის დირექტორი;
· 2000-2001 წწ. - "საქართველოში ინვალიდ ბავშვთა მულტიდისციპლინარული შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავების მოდელის შექმნა მათი ყოფითუნარიანობის გაუმჯობესებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობისათვის თბილისის ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის სამკურნალო-საგანმანათლებლო ცენტრის კონტინგენტის მაგალითზე" პროექტი დააფინანსა ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"- პროექტის დირექტორი;
· 2001-2003 წწ. "ოკუპაციური თერაპიის დანერგვა საქართველოში". პროექტი დააფინანსა CORDAID-მა. პროექტის კოორდინატორი;
· 2002-2003 წწ. _ "საქართველოში ბავშვთა უნარშეზღუდულობის მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და სოციალური ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა ინტერდისციპლინურ მენეჯმენტში ოკუპაციური თერაპიის დანერგვით". პროექტი დააფინანსა Mერცყ ჩორპს-მა. _ პროექტის დირექტორი.
· 2003 წ. _ "საქართველოში ბავშვთა უნარშეზღუდულობის მართვის პოლიტიკის შექმნა". პროექტი დააფინანსა ფონდმა-"ჰორიზონტი", საქართველოს პარლამენტის დაკვეთით, შექმნილი დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტმა.
· 2010 – 2014 წ. სავარძელ ეტლების წარმოებისა და მორგების ქსელის შექმნა საქართველოში

გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები:
1. მსხვილი მოტორული ფუნქციებისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის შეფასების პროგნოზული ღირებულება ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს;
2. მოტორული უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვთა რაბილიტაციის ეფექტურობის შეფასება  GMFM და WeeFIM შკალების გამოყენებით;
3. პროგნოზის განსაზღვრა ეპილეფსიური ენცეფალოპათიისა და სიმპტომური ეპილეფსიის არსებობის შემთხვევაში ცერებრული დამბლის დროს;
4. მსხვილი მოტორული ფუნქციებისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის შეფასების მნიშვნელობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სამედიცინო მენეჯმენტში;
5. მსხვილი მოტორული ფუნქციების შეფასების როლი, მოტორული უნარების განვითარების პროგნოზირებაში ცერებრული დამბლის სპასტიური დიპლეგიის ფორმით დაავადებულ ბავშვებში;
6. ბოტულინოთერაპიის (დისპორტი) სხვადასხვა მიდგომის ეფექტურობა ცერებრული დამბლის სპასტიური დიპლეგიის დროს;
7. ცერებრული დამბლის სპასტიური დიპლეგიის ფორმით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია  ინტერდისციპლინური გუნდური მიდგომით;
8. X ტეტრასომიის კლინიკური შემთხვევის აღწერა;
9. ოსტეოართროზი და მისი ფარმაკო და კინეზითერაპია - დამხმარე სახელმძღვანელო სამედიცინო სპეციალობების სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისა და ექიმებისათვის;
10. სკოლიოზის პრევენციისა და მკურნალობის შედეგები;
11. კინეზითერაპიის როლი ქრონიკული ვენური დაავდებების დროს;
12. თვითმკურნალობის განვითარების ასპექტები და სპორტში დოპინგის აკრძალვის მიზეზები.

კომპიუტერული პროგრამები:
Word - კარგად
Excel - კარგად
Powerpoint - კარგად

 

სასაუბრო ენები:
ქართული;
რუსული;
ინგლისური.