Nuk

მედიცინის დოქტორი
თანამდებობა:
ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან–გინეკოლოგი

დამატებითი ინფორმაცია:
პრაქტიკული საქმიანობის სფერო:

გინეკოლოგიური   და  რეპროდუქციულ–ენდოკრინოლოგიური  დარღვევების  დიაგნოსტიკა  და  მკურნალობა, უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა, ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეების ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მართვა, ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა და მკურნალობა პათოლოგიის დადგენის შემთხვევაში, ნაყოფისმიერი ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების დადგენა და მკურნალობა და განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა, უნაყოფობის გამო ნამკურნალები და ენდოკრინული დარღვევების მქონე ქალების ორსულობის მართვა, შობადობის რეგულაცია (კონტრაცეპცია, უსაფრთხო აბორტი აუცილებლობის შემთხვევაში).

განათლება:
2012 -  სპეციალიზაცია მეან–გინეკოლოგიაში (სახელმწიფო  სერთიფიკატი); 
2002 -  სპეციალიზაცია რეპროდუქტოლოგიაში (სახელმწიფო  სერთიფიკატი);
1996–1999 - მიზნობრივი ასპირანტურა  „ენდოკრინოლოგიაში“,  ი.ჟორდანიას  სახელობის  ადამიანის  რეპროდუქციის  სამეცნიერო  კვლევითი  ინსტიტუტი;
1988–1991 - ინტერნატურა  ქალაქის  №1 საავადმყოფო (ენდოკრინოლოგიური  განყოფილება);
1982–1988 - თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  სამკურნალო  ფაკულტეტი.

პროფესიული გამოცდილება:
2012 - დღემდე - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „ემბრიოტოქსი“;
2005-2011 - ი. ჟორდანიას  სახელობის  ადამიანის  რეპროდუქციის  ს/კ  ინსტიტუტი, გინეკოლოგ–რეპროდუქტოლოგი;
1999–2005  - ი. ჟორდანიას  სახელობის  ადამიანის  რეპროდუქციის   ს/კ  ინსტიტუტი,    ენდოკრინოლოგ–რეპროდუქტოლოგი;
1991–1996   - ქ.თბილისის  №7  ქალთა  კონსულტაცია,  ექიმი  ენდოკრინოლოგი

სამეცნიერო-პედაგოგიური  მოღვაწეობა:
2006 -   მედიცინის  აკადემიური დოქტორის ხარისხი
2002 -   მედიცინის მეცნიერებათა  კანდიდატის  ხარისხი

15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

სამეცნიერო  ინტერესთა  სფერო:
რეპროდუქციული ჯანმრთელობა,  კლინიკური  და  ეპიდემიოლოგიური  კვლევები რეპროდუქციული  ჯანმრთელობის  სფეროში.