Nuk

ალექსანდრე თავართქილაძე - გენეტიკოსი, ექიმი, თერაპევტი, ონკოლოგი, ჰემატოლოგი

დაამათავრა თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე (წარჩინებით). სწავლა განაგრძო საფრანგეთის ლუი პასტერის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე რეზიდენტურაში სპეციალობით ონკოლოგია, ჰემატოლოგია და შინაგანი მედიცინა ქალაქ სტრასბურგში.

მიღებული აქვს 4 საერთაშორი სამუშაო ლიცენზია  სპეციალობებით: შინაგანი მედიცინა, ონკოლოგია, ჰემატოლოგია, კლინიკური გენეტიკა.

დაცული აქვს 2 დისერტაცია: 1) შინაგან მედიცინაში (მელატონინის, დოფამინის და სეროტონინის როლი პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის პათოგენეზში) და კლინიკურ ონკოლოგიაში (მელატონინის ბიოსინთეზის რეგულაცია და მინი მნიშვნელობა აპლაზიური ანემიების, ჰოჯკინის ლიმფომის და ღვიძლის პირველადი კიბოს განვითარებაში). კლინიკურ ონკოლოგიაში დაცული დისერტაციისათვის მინიჭებული აქვს სენტ ალბერტის ღირსების მედალი მეცნიერების და ფილოსოფიის მიმართულებით (დისერტაციის მასალების მოხსენება, 2012 წ. “Genes and Cancer Meeting” კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი). მისი ნაშრომი ნერვული სისტემის როლი კიბოს განვითარების მექანიზმების შესახებ თარგმნილია თითქმის ყველა ენაზე. აღნიშნული ნაშრომის რეცეზენტი იყო ნობელის პრემიის ლაურიატი კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ლონდონის კიბოს ცენტრის დირექტორი - თიმ ჰანტი. ამერიკის შეერთებულ შტატების მეცნიერებათა აკადემიიდან მიღებული აქვს მადლობის ოქროს მედალი ძუძუს კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შემუშავებაში - პერსონალიზებული თერაპია.

იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვებულია პროფესორის სამეცნიერო პედაგოგიური წოდებით და მუდმივი სამუშაო სერტიფიკატით სპეციალობით უჯრედული თერაპია (2014). პროფესორის მუდმივი სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიღებული აქვს ასევე Paris-Descartes უნივერსიტეტის მიერ (2017 წლიდან).

ავსტრალიის ონკოლოგთა ასოციაციის მიერ დაჯიდოვებულია ოქროს მედლით ნაშრომისათვის - ნეიროჰორმონების როლი სიმსივნური დაავადებების განვითარებაში. არის 117 სამეცნიერო ნაშრომის, 7 მონოგრაფიის და 1 სახელმძღვანელოს ავტორი. შეყვანილია საფრანგეთის, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის ონკოლოგთა ასოციაციების მუდმივმოქმედ კომისიის დირექტორთა საბჭოს წევრად. არის ამერიკის კიბოს კვლევის შემსწავლელი საზოგადმოების მუდმივ მოქმედი კომისიის მთავარი ექსპერტი და მსოფლიოს ბიოლოგიური რითმების და ეკოლოგიური უსაფრთხოების დირექტორთა საბჭოს წევრი. ასევე ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეგიონული მთავარი კონსულტანტი მიმართულებით/პროექტით - „კვანტური ფიზიკიკიდან სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებამდე“

შედის მსოფლიოს იმ 12 ექიმთა შემადგენლობაში, რომლებიც სწავლობენ და ითვალისწინებენ პაციენტების მკურნალობაში უნივერსალური ბიოლოგიური ნივთიერების - მელატონინის ბიოსინთეზის და სისხლში მისი პათოლოგიური ცვლილებების კორექციის შესაძლებლობებს, ქრონოთერაპიის საკითხებს და ტვინის ზედა დანამატი ჯირკვლის - ეპიფიზის (ჯალღუზისებრი სხეულის) როლს სხვადასხვა დაავადებების პათოგენეზში, სწავლობს ბიოლოგიური რიტმების რღვევის - დესინქრონოზის მოლეკულურ მექანიზმებს და მათი კლინიკურ მედიცინაში ტრანსლაციის საკითხებს რაც თანამედროვე მედიცინის ერთ ერთი სერიოზული გამოწვევაა 1969 წლიდან, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელია. ჰორმონ მელატონინის კვლევის საკითხებში ალექსანდრე თავართქილაძეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო სორბონის, დეკარტეს, ოქსფორდის, ტორონტოს და ჰიროსიმას უნივერსიტეტებიდან, მათ შორის გამორჩეულია სამეცნიერო შრომებისთვის გაცემული ღირსების ოქროს მედალი ამერიკის შეერთებული შტატების ბიორითმოლოგთა ასოციაციის მიერ. პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე მოღვაწეობს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის თანამდებობაზე და ამავე უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის - პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორად. კლინიკას გააჩნია მძლავრი ლაბორატორიული ბაზა მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად.

ასევე მოღვაწეობს საფრანგეთში ქალაქ პარიზის გუსტავ რუსსოს ჰოსპიტალის იმუნოთერაპიის დეპარტამენტის ექიმ-ონკოლოგად.  

ალექსანდრე თავართქილაძე დაჯილდოვებულია სიგელით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ - ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. 2012 წლიდან არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ონკოლოგიის და ონკოგენეტიკის მთავარი ექსპერტი.

2008 წლიდან პასტერის უნივერსიტეტში (სტრასბურგი) და შემდგომ პასტეტის ინსტიტუტში (პარიზი) მუშაობდა და დღემდე ნაყოფიერად აგრძელებს მუშაობას, ბაქტერიოფაგების (ბუნებრივი „ცოცხალი ანტიბიოტიკების“) მოპოვების, კულტივაციის და კლინიკაში გამოყენების საკითხებზე. მის მიერ შექმნილია ბაქტერიოფაგის 3 სხვადასხვა ვარიანტი, რაც მრავალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ტესტირებულია და აღიარებულია, როგორც სარეზერვო საშუალება ანტიბიოტიკებზე მკვეთრად რეზისტენტული ინფექციების დროს.

ამავე პერიოდიდად დღემდე მუშაობს სიმსივნის გამომწვევი ვირუსების იდენტიფიკაციის მეთოდებსა და ბუნებრივი საშუალებებით (დაბალმოლეკულური ბიოაქტიური მოლეკულებით) მათი ნეიტრალიზაციის გზებზე. 

მის მიერ შექმნილია ანტისიმსივნური აქტივობის „კოქტეილი ALTAV“, რომლის შესახებაც რამდენიმე პუბლიკაცია დაიბეჭდა საერთაშორისო პერიოდულ გამოცემებში და არაერთი მოხსენება დაეთმო და დღემდე აქტიურად შეისწავლება.

ალექსანდრე თავართქილაძე კლინიკურ პრაქტიკას ასევე ახორციელებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადებულ პაციენტებზე, რაც მისი შესწავლის ერთ-ერთი საგანიცაა, ის სწავლობს ამ სინდრომის ეთიოლოგიას, პათოგენეზს და მიკრობიომის (მიკრობიოტას) როლს აღნიშნული სინდრომით დაავადებულებში.  სწავლობს და პრაქტიკაში იყენებს დისბიოზის (დისბაქტერიოზის), ქრონიკული დაღლილობის სინდრომის და უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის სტატუსებს ონკოლოგიურ და თერაპიული პროფილის პაციენტებში, და იაპონურ და ჩინურ ფარმაკოპეის მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობს დაბალმოლეკულური ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულებით ზემოთაღნიშნული პრობლემების მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდებს. ხსენებული პრობლემები კი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი და ფართოდ გავრცელებული და გარკვეულწილად პიროვნების „მაინვალიდიზირებელი“ პრობლემებია.

 

სახელმწიფო/ეროვნული  მნიშვნელობის მქონე მიღწევები და გამოწვევები:

საქართველოში ამ ეტაპისათვის შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადების პერსონალიზებული თერაპიის სრულყოფილი ციკლის დაფარვა და მენეჯმენტი/შედეგების კონტროლი. უკვე რამდენიმე კლინიკაში და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ფუნქციონირებს ახალი თაობის სეკვენატორი და შესაბამისად გენომის და პროტეომის შესწავლის სრულყოფილი სისტემები, ადამიანის გენომზე პირველი ნაბიჯები სწორედ ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ (თსსუ-ის პროფესორები და ექიმები: გაიანე სიმონია, თეიმურაზ პეტრიაშვილი, დინარა კასრაძე, ელენე აბზიანიძე, ფატი რევაზიშვილი, ნანა ოქროსცვარიძე, მაია მაისურაძე, რუსუდან ხუციშვილი) გადაიდგა RT-PCR, DNA-Synthesis Machine და NGS -ის გამოყენებით, რაც შემდგომში ქვეყანაში ამ მიმართულებით მოლეკულურ-გენეტიკურ დიაგნოსტიკას დაედო საფუძვლად და დღემდე 25 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს მოლეკულურ გენეტიკური დიაგნოსტიკით ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში (2009-2015 წწ).

ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოში უკვე 2010 წლიდან დანერგილია სისხლში მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების კვლევა CellSearch -ის და DNA-სკანირების (NOKI) მეთოდებით და Cancer Cells Free DNA -ის (FDA from 2012) კვლევა ანუ სრულად ათვისებულია სითხური ბიოფსიის სფერო იმუნოდიაგნოსტიკის სხავდასხვა მეთოდებით (2009 წლიდან).

ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოში დეტალურად ათვისებულია და დანერგილია ონკოპაციენტების ბიოლოგიური რიტმების კვლევა, დესინქრონოზის იდენტიფიკაცია და კორექციის მეთოდების შესწავლა. ჰორმონ მელატონინის და მისი პრეკურსორების როლი ონკოპაციენტებში და დანერგილის ქრონოთერაპიული მიდგომების სრულყოფილი პროტოკოლი (2015 წლიდან).

ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოში დანერგილია მიკრობიომის დეტალური კვლევა ონკოპაციენტებში სპეციფიკური პროგრამით და მეთოდოლოგიით, მიკრობიომის ჩანაცვლებითი თერაპიის მეთოდები პრე- და პრობიოტიკების გამოყენებით, ვინაიდან ონკო (და არა მხოლოდ) პაციენტთა მკურნალობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მიკრობიომის სრულყოფილ ფუნქციონირებას და მეტაბოლური სტატუსის ადექვატურ შეფასებას.

საქართველოში 2012 წლიდან ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ დანერგილია ციტოსტატიკებზე მგრძნობელობის ტესტირების მეთოდოლოგია ATP-TCA, NGS და RT-PCR მეთოდებით (FDA 2012-) და მკურნალობა ზუსტი თერაპიით ანუ მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის განსაზღვრა. 2014 წლიდან კი დაინერგა შესაძლებელია კანის დაზიანებული უბნების სპექტრომეტრული გამოკვლევა AURA from Verisante (FDA 2010) სისტემის მეშვეობით, რაც ქსოვილში ბოჭკოვან-ოპტიკური სიგნალის დახმარებით ახდებს 21 ბიომარერის ანალიზს და დიფერენცირებას კანის ათვისებიან სიმსივნეების, მელანომის და კანის სხვა დაავადებების.

2017 წლის იანვარში საქართველოში მოპოვებული იქნა გენეტიკური სკრინინგის პროგრამა BC Cancer Agency -ის ფინანსური მხარდაჭერით, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის და კოლორექტალურ სიმსივნეებზე , ჯამურად თანადაფინასებულია 3000 ვოლონტერი (პროგრამა ფუქციონირება დაიწყო 2017 წლის მარტიდან და გაგძელდა 3 წელი).

ალექსანდრე თავართქილაძე დაჯილდოვებულია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ 3 სამეცნიერო და პროექტის სრული დაფინანსებით და სიგელით. მეცნიერებასა და გარემოს დაცვის პროგრამებში შეტანილი წვლილისათვის.

ალექსანდრე თავართქილაძე არის 5 ჯანმრთელობის დაცვის და საგანმათათლებლო კანოპნპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი და კანონპროექტების ავტორი ავტორი

ალექსანდრე თავართქილაძის და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ თბილილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებულია პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი, რომელიც 2015 წლიდან არის ევროპის პერსონალიზებული მედიცინის ალიანსის წევრი და ჩართულია საერთო ფუნდამენტურ და დიაგნოსტიკურ კვლევებში. ამავე ინსტიტუტში ფუნქციონირებს საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და იაპონიის პერსონალიზებული მედიცინის ასოციაციების ექსპერტების თანამონაწილეობით. პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის მიერ 2015-2023 წლებში გამოქვეყნებულია 17 სამეცნიერო შრომა საერთაშორისო ფორუმებისა და სიმპოზიუმებისათვის (მთავარი მკვლევარები: პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე, პროფესორი გაიანე სიმონია)., ამჟამად მუშავდება 5 სამეცნიერო/ფუნდამენტური კვლევა: კიბოს ბიოლოგიის, ცოცხალ სამყაროში დღეგრძელობის გენების ფუნქციონირების რეგულაციის, გარემოს კანცეროგენების კვლევის, არტერიული ჰიპერტენზიის გენეტიკური მექანიზმების შესწავლის და მიკრობიომის და ნატუროთერაპიის (იაპონური და ჩინური ტრადიციული მედიცინის საქართველოში იმპლემენტაციის პროგრამა), მაღალაქტიური ბიომოლეკულების კვლევის) განვითარების მიმართულებით.

წევრობები:

იაპონიის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების (JSMO) დირექტორთა საბჭოს წევრი.

ავსტრალიის სამედიცინო ონკოლოგიური ჯგუფის (MOGA) დირექტორთა საბჭოს წევრი.

საფრანგეთის ონკოლოგიის საზოგადოების (FSO) გამგეობის წევრი.

აშშ-ის მეცნიერების განვითარების ასოციაციის (AAAS) გამგეობის წევრი

ბიოლოგიური რითმების კვლევის საზოგადოების (SRBR) გამგეობის წევრი

ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) წევრი.

ამერიკის კლინიკური ონკოლოგთა ასოციაციის წევრი (ASCO)

ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების (ESHG) წევრი.

ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ევროპული ასოციაციის წევრი (EASL)

ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემიის წევრი (EADV)

კიბოს კვლევის ევროპული ასოციაციის (EACR) წევრი. 

კლინიკური სამუშაო სერთიფიკატები:

კლინიკური ონკოლოგიის და ონკოჰემატოლოგიის (მოზრდილთა და ბავშვთა) საერთაშორისო სერთიფიკატი, სარეგისტრაციო ნომერი ON2275750802FR

შინაგანი მედიცინის საერთაშორისო სერთიფიკატი, სარეგისტრაციო ნომერი IM0011374530FR

სახელმწიფო სერთიფიკატი, სპეციალობა – ონკოლოგია, სერია I ა 34. 003585;

სახელმწიფო სერთიფიკატი, სპეციალობა – შინაგანი მედიცინის სერია I ა 03. 013011;

სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობა – გენეტიკა I ა 66. 016890;

სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობა - ჰემატოლოგია, ტრანსფუზიოლოგია

საავტორო უფლებები და პატენტები:

ანტიბლასტომიური და იმუნომოდულატორული პრეპარატი „ნოვოგენი“ – რეგისტრირებულია სამედიცინო დასაქმების სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2008 წლიდან. დაცულია პატენტით.

ანტივირუსული, ანთებისსაწინააღმდეგო ბიოაქტიური დანამატი „სულაჟერი“ - რეგისტრირებულია სამედიცინო დასაქმების სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2021.

საკვები ნიადაგი სიმსივნური უჯრედებისთვის (AT-Medium) - დაცულია ავტორის უფლებით (2009). დამოწმებული ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის კოდექსის საექსპერტო კომისიის მიერ: AT2009BIOMED8119;

„კავკასიური სპეციფიური ბაქტერიოფაგი“ (per os და ინტრავენურად გამოყენებისთვის) ევროპული საპატენტო ორგანიზაციის მიერ (2018)

სამედიცინო გენეტიკური და მოლეკულურ-ბიოლოგიურ ლაბორატორიულ დანადგარებზე მუშაობის ნებართვები და გამოცდილება:

ფლუორესცენტური და ხილული სპექტროფოტომეტრია ქემოლუმინესცენტური იმუნური ანალიზი (CLIA)

დნმ-ისა და რნმ-ის კვლევის მეთოდოლოგია PCR, RT-PCR და NGS სისტემებით.

ვირუსის კულტვივაცია მეთოდოლოგია ქათმის ემბრიონში.

ქიმიომგრძნობელობა (ტესტირება) სიმსივნურ უჯრედებზე და სიმსივნურ უჯრედებზე სრული MI პროფილის შესწავლა

მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია (HPLC), ატომური აბსორბციული სპექტროსკოპია (AAS), დნმ-სკანირება (NOKI), სითხური ბიოფსიის კვლევის მეთოდოლოგიები, ელექტრონული, ფლუორესცენტული და ხილული სინათლის მიკროსკოპია.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ალექსანდრე თავრთქილაძის მიერ 2005-2020 წწ გამოქვეყნებული შრომები, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები.

ქვემოთ წარმოდგენილ Google Scholar-ის ლინკზე შეგიძლიათ გაეცნოთ ალექსანდრე თავართქილაძის შრომებს და მის მიერ რეცენზირებულ პუბლიკაციებს