Nuk
ალექსანდრე ჩიჩუა


ალექსანდრე ჩიჩუა დაიბადა ქ. ბორჯომში 1948 წელს. 1965 წელს ჩააბარა ქ. ვიტებსკის სამედიცინო ინსტიტუტში, შემდეგ, 1966 წელს გადმოყვანილ იქნა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1972 წელს.
1972-1974 წლებში მუშაობდა ქ. კასპში ექიმ-ოფთალმოლოგად.
1974 წ. მოღვაწეობა დაიწყო ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების თვალის სნეულებათა კათედრაზე, 1978 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ. მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში. 
1982-1985 წ. მივლინებულ იქნა ალჟირში ექიმ-ოფთალმოლოგად. 
1989წ. მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის І კლინიკური საავადმყოფოს თვალის განყოფილების გამგედ. 1995წ. თვალის განყოფილება გადაკეთდა კლინიკა შპს. „მზერად“, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ალექსანდრე ჩიჩუა 2002 წლამდე. 2002 წელს ამავე განყოფილების ბაზაზე დაარსდა კლინიკა შპს „მზერა პლიუსი“, სადაც ბატონმა ალექსანდრე ჩიჩუამ დაიკავა და დღემდე იკავებს დირექტორის თანამდებობას. 
2001 წელს არჩეულია საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრად. ალექსანდრე ჩიჩუა თავისი მოღვაწეობის პერიოდში დაჯილდოვებულ იქნა არაერთი საპატიო სიგელით და ღისრების ორდენით.