Nuk

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების ხელმძღვანელი, სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პროფესიული საქმიანობა
- 2012 - დან დღემდე-მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკის-„ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი"-ს ხელმძღვანელი
- 2006-დან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი
- 2000-2006 სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის გამგე
- 1999-2000 სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი
- 1997-2011 მის მიერ დაარსებული "ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის" ხელმძღვანელი
- 1984-2010 საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების ხელმძღვანელი
- 1980-1984 მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიოერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი
- 1974-1976 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი
- 1967-1970 დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, დაბა კოჩუბეი, ექიმი-სტომატოლოგი

განათლება
- 1980-1984 მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების დოქტორანტი
- 1970-1974 მოსკოვის ცენტრალური სტომატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით
- 1967 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტი

სამეცნიერო ხარისხი და წოდება
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

პედაგოგიური მოღვაწეობა
- 2006
 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კითხულობს საგანს: პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დაავადებათა კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- 1999-2000 იყო სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი.
- 2000-2006 ამავე კათედრისგამგე, კითხულობდა საგანს: ზოგადი ონკოლოგია


პროფესიული და სამეცნიერო ორგანიზაციების და რედკოლეგიის წევრობა
- საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი
- თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი
- კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
- რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგთა გამგეობის ასოციაციის წევრი
- ჟურნალ „საქართველოს ონკოლოგია" სარედაქციო კოლეგიის წევრი
- ჟურნალ „ რეკონსტრუქციული, პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია", სარედაქციო კოლეგიის წევრი
- გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი და საზოგადოების სამეცნიერო პრაქტიკული პერიოდული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი


პუბლიკაციები
3 წიგნის და 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი