Nuk
ჯეო - ფარმა

გემსახურებით საუკეთესო ცხოვრებისათვის! 

ფარმაცევტული კომპანია - ,,GEO PHARMA Ltd“ დაარსდა 2014 წელს. 

კომპანიის საკუთრებაშია მაღალტექნოლოგიური საწყობი ქალაქ თბილისში, ქვეყანაში არსებული მოთხოვნების შესაბამისი პრეპარატებით და უმაღლესი ხარისხის მიწოდების სისტემით. კომპანიის ინტერესებშია ფართო მოხმარების  პრეპარატების იმპორტირება და დროული მიწოდება ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში. ჩვენი კომპანია ინარჩუნებს ურთიერთობას ასობით აფთიაქთან საქართველოს მაშტაბით და ყოველთვის სთავაზობს მათთვის მისაღებ პირობებს. ასევე ურთიერთობს ქართულ და უცხოურ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებთან.

კომპანია ,,GEO PHARMA Ltd“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და კომპანიის ინტერესების დამცველი სპეციალისტებისგან. მათი საშუალებით კომპანია მუდამ ინარჩუნებს თავდაპირველ უმაღლეს ხარისხს.

კომპანია მუდმივად აანალიზებს სამკურნალო თერაპიაში არსებულ სიახლეებს, ასევე ახორციელებს როგორც ორიგინალი ასევე ჯენერიკი პრეპარატების რეგისტრაციას და მზარდ ფარმაცევტულ ბაზარზე გატანას. კომპანია მონაწილეობას იღებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციასა და პერერეგისტრაციაში. კომპანია მკაცრად მიყვება მსოფლიოში არსებულ სტანდარტებს პრეპარატების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

 

კომპანია დაკავებულია:

-საქართველოში დარეგისტრირებული პრეპარატების

-სამედიცინო სახარჯი მასალებით

-პირადი ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებებით რეალიზაციით

-ექსკლუზიური პრეპარატების იმპორტირებით და პრომოციით მთელი ქვეყნის მასშტაბით

 

კომპანიის ინტერესებშია ნაციონალური და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტების შემუშავება ფარმაცევტულ ბაზარზე ინფრასტრუქტურის გასაძლერებლად. ასევე მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე მისაღები და მოსახერხებელი პირობების შეთავაზება.