ბუბხენი

1940 წელს ახალგაზრდა აფთიაქარმა ევალდ ჰერმესმა საკუთარი  შვილისთვის  შექმნა  მცენარეული, დამამშვიდებელი „ბიუბხენის ახალშობილის ჩაი“ (ბიუბხენი გერმანულიდან ნიშნავს  ბიჭუნას). დიდი ხნის მანძილზე ჩაი იყო კოლიკასთან ბრძოლის  შეუცვლელი საშუალება;

1947 წლიდან ევალდ ჰერმესმა დაიწყო ბავშვის მოვლის საშუალებების წარმოება. საკუთარ ფირმას დაარქვა  «Бюбхен Верк Эвальд Гермес ГмбХ», ამ სახელწოდებას დღემდე ატარებს კომპანია;

1983 წელს კომპანია ბიუბხენი შეუერთდა კონცერნს  “Nestlé Deutschland AG”, თუმცა, კომპანიამ ბოლომდე შეინარჩუნა სახელი;

ბიუბხენი აწარმოებს  ახლშობილის, მოზრდილი ასაკის ბავშვების, ორსული და მეძუძური დედების კანის მოვლის  ჰიპოალერგიულ საშუალებებს. ეს არის პროდუქცია მთელი ოჯახისთვის. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ნატურალური ზეთები და მცენარეული ექსტრაქტები.

50 წელზე მეტია ბიუბხენი ქმნის პროდუქციას ბავშვის ნაზი კანის მოვლისა და დაცვისთვის. ინტენსიური კვლევები, მკაცრი კონტროლი, ნატურალური აქტიური  და მოსავლელი კომპონენტების საგულდაგულო შერჩევა–უმაღლესი ხარისხის გარანტიაა. პროდუქცია ოპტიმალურად აიტანება კანის მიერ. ალერგიული რეაქციების რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია. ბიუბხენის თითოეული პროდუქცია, რომელიც ტოვებს  ქარხანას, არის უმაღლესი ხარისხის. ყველა პროდუქცია გადის დერმატოლოგიურ შემოწმებას  და ხასიათდება, როგორც კანის მიერ განსაკუთრებულად კარგად ამტანი. კანისა და ალერგიული დაავადებების  მქონე ავადმყოფთა დახმარების გერმანულმა საზოგადოებამ ჩაატარა კლინიკური ტესტირება  ბიუბხენის  პროდუქციის ეფექტურობაზე  და რეკომენდაციას უწევს  მათ გამოყენებას ახალშობილების, მათ შორის პრობლემური კანის მქონეთა  მოვლის დროს, ასევე, ნეიროდერმიტებისას.