Nuk
ასფარმა

ფარმაცევტული კომპანია ასფარმა - საქართველო- ეს არის მარკეტინგული ფირმა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თურქული და დასავლეთ-ევროპული წამყვანი ფარმაცევტული მწარმოებლების პრეპარატების მარკეტინგი.
ფარმაცევტული კომპანია ასფარმა -საქართველო-ს წარმომადგენლობა დაფუძნდა ქ. თბილისში 2000 წელს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ათვისება და რომელსაც გააჩნდა სხვებისაგან განსხვავებული, მისთვის დამახასიათებელი მუშაობის სტილი. მიუხედავად მცირე რაოდენობის თანამშრომლებისა, კომპანიამ სწრაფი ნაბიჯებით იწყო სვლა, სწრაფად დაეუფლა ფარმაცევტულ ბაზარს, დაამყარა საქმიანი ურთიერთობები, როგორც უკვე არსებულ სხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან, ასევე სააფთიაქო ქსელთან. ამასთან განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანია ასფარმა - საქართველო მუდამ გამოირჩეოდა მაღალი დონით და ეთიკური მუშაობის სტილით.
2001 წლიდან კომპანიამ დაიწყო სწრაფი ზრდა. იზრდებოდა როგორც თანამშრომელთა რაოდენობა, ასევე პრეპარატების ნუსხა, რომელთა იმპორტს ახორციელებდა მარკეტინგული კომპანია ასფარმა - საქართველო.
მოღვაწეობის 9 წლის მანძილზე ასფარმა - საქართველო-მ დაიმკვიდრა თავისი საპატიო ადგილი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, შეიძინა ლიდერი ფარმაცევტული კომპანიის სტატუსი. კომპანიამ დაამკვიდრა მუშაობის საკუთარი სტილი, თავისი მოქმედებებით ყოველთვის შეესაბამებოდა ფარმაცევტული ბაზრის, საზოგადოების და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, იღებდა მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში, დახმარების ხელს უწვდიდა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, ეხმარებოდა ხელმოკლე პაციენტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ აუცილებელი სამკურნალო პრეპარატების შეძენის საშუალება.
თავისი მოღვაწეობის მანძილზე ასფარმა - საქართველო ყოველთვის ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ თავისებურებებს.
სიამაყით გვინდა ავღნიშნოთ, რომ დღეს კომპანია ასფარმა - საქართველო -ეს არის სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანია, რომელსაც საპატიო ადგილი უკავია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ეს არის ფირმა, რომელსაც უამრავი მეგობარი ჰყავს საქართველოს სამედიცინო სფეროში და რომელიც მუშაობს ქვეყნის საზოგადოების საკეთილდღეოდ. 
ასფარმა - საქართველო -ს მუშაობის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, არის და იქნება კეთილსინდისიერი თანამშრომლობა ბიზნეს პარტნიორებთან, მმართველ სტრუქტურებთან და საზოგადოებასთან.
კომპანია ასრულებს თავის მისიას - ნერგავს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პრეპარატებს და წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს სამედიცინო საზოგადოებასთან.