ArtPharma
ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ დაფუძნდა 2014 წლის ოქტომბერში. დაარსების დღიდან, მის მთავარ მამოძრავებელ მიზანს წარმოადგენს ძლიერი, ინოვაციური კომპანიის შექმნა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებს ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტებს, ხარისხიან და უსაფრთხო მედიკამენტებს პრევენციისა და ინოვაციების კუთხით.
„არტფარმა“ სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. იგი მუდმივად გეგმავს და ანხორციელებს საპრევენციო, საინფორმაციო და სადიაგნოსტიკო ღონისძიებებს, რაც ემსახურება დაავადებათა პრევენციასა და მოსახლეობაში ინფორმირების დონის ამაღლებას.
კომპანიის ძირითად ფასეულობას წარმოადგენს: პროდუქციის მაღალი ხარისხი, პაციენტზე ორიენტირებულობა და გუნდის პროფესიონალიზმი.