Nuk
თელავის რეფერალური ჰოსპიტალი

თელავის რაფერალური ჰოსპიტალი ერთადერთი მულტიპროფილური ჰოსპიტალია რეგიონის მასშტაბით, რომელიც ყოველთვიურად 200-250 სტაციონარულ და 1,600-ზე მეტ ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება. ჰოსპიტალში ყოველთვიურად ტარდება 100-მდე ქირურგიული ჩარევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ურთულესი ოპერაციები სანაღვლე გზებზე და ტრავმატოლოგიური ოპერაციები. სტაციონარში 24 სთ-ის განმავლობაში უწყვეტად, სრული სპექტრით ფუნქციონირებს, როგორც დიაგნოსტიკური მიმართულება ასევე ყველა სამედიცინო სერვისი. 

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს, გადაუდებელ დახმარებას ნებისმიერი სამედიცინო მიმართულებით.