Nuk
ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი

ქ. ქუთაისის #3 სამშობიარო სახლი დაფუძნდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 1951 წელს. ამავე წელს მთავარ ექიმად  დანიშნეს მეტად ენერგიული, შრომისმოყვარე, ჩინებული ექიმი ქალბატონი მავრა კაკაურიძე, რომელიც გახლდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რომელმაც მთლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარა სამშობიაროს. სამშობიარო სახლი აღჭურვილი იქნა რბილი და მაგარი სპეცინვენტარით. რეკონსტრუქციისა და შეკეთების შედეგად სამშობიარო გაიხსნა 115 საწოლზე,რომელშიც შედიოდა ფიზიოლოგიური და ახალშობილთა განყოფილებები 70 საწოლზე, ხოლო გინეკოლოგიური განყოფოლება 45 საწოლზე.
 
1961-1971 წლებში #3 სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ბატონი დავით ჯავახაძეა. მაღალკვალიფიციური გინეკოლოგი და შესანიშნავი ოპერატორი, რომელიც დაჯილდოვებული იყო ღირსების ორდენით.
 
1971-1981 წლებში #3 სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად დაინიშნა სოლომონ გელოვანი. რესპუბლიკის დამსახურებული, მაღალკვალიფიციური ოპერატორი.
 
1981-2006 წლებში #3 სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად დაინიშნა ქალბატონი ლეილა ფხაკაძე. მას 1985 წელს მინიჭებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის წოდება. იყო ლიცენზირებული ექიმი. ქალბატონ ლეილა ფხაკაძეს კეთილსინდისიერი მუშაობისათვის მრავალი ჯილდო და ქების სიგელი აქვს მიღებული, როგორც ადგილობრივი ისე რესპუბლიკის მთავრობისაგან. დაჯილდოვებულია ღირსების მედლით. სამშობიარო მუშაობდა 115 საწოლზე, აქედან  სამშობიარო და ახალშობილთა განყოფილება 90 საწოლზე, ხოლო ორსულთა პათოლოგია 25 საწოლზე.
 
დღესდღეობით #3 სამშობიარო სახლი ფუნქციონირებს სამშობიარო და ახალშობილთა განყოფილებით 60 საწოლზე.
 
2006 წლიდან დღემდე #3 სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ბატონი ზურაბ უგრეხელიძეა, რომელმაც მთლაინად რეკონსტრუქცია ჩაუტარა სამშობიარო სახლს. სამშობიარო აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და შეესაბამება სტანდარტებს. ბატონი ზურაბის მეშვეობით სამშობიაროში გაიხსნა ქირურგიული მამოლოგიური და ონკოლოგიური განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ბატონი ირაკლი გოგოლაშვილი.