Nuk
მედისონ დენტი


კლინიკის ხელმძღვანელია სტომატოლოგი ოლიკო ბაზლიძე

 

სამედიცინო ცენტრ "მედისონ" ის ბაზაზე 2014 წელს განახლდა სტომატოლოგიური კლინიკა "მედისონ დენტი". კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გამოიყენება მხოლოდ ევროპაში დამზადებული მაღალი სამკურნალო ეფექტის და ესთეტიურობის მქონე სტომატოლოგიური მასალები.

 

კლინიკაში ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი მკურნალობის და მომსახურეობის ხარისხზე, ასევე გამოიყენება ინფექციის კონტროლის (სტერილიზაციის) საერთაშორისო სტანდარტები. ჩვენი მიზანია კმაყოფილი პაციენტი, სწორედ ამიტომ კვალიფიციური ექიმების დახმარებით თითოეული პაციენტისთვის შეირჩევა ინდივიდუალირი მეთოდი და ყველა პაციენტს ეძლევა საშუალება უმოკლეს დროში მიიღოს სასურველი შედეგი სასიამოვნო გარემოში.

 

მედისონ დენტში სტერილიზაციის ყველა ეტაპი მკაცრად დაცულია. ნებისმიერი მანიპულაცია უმტკივნეულოა. საანესთეზიო ნივთიერებების შერჩევა ხდება პაციენტისთვის ინდივიდუალურად, ალერგიული სტატუსის გათვალისწინებით.

 

• სერვისების მაღალი ხარისხი;

• მომსახურების ფართო სპექტრი;

• თანამედროვე ტექნიკური საშუალებები;

• ევროპაში დამზადებული სტომატოლოგიური მასალები;

• მუდმივი მონიტორინგი მკურნალობის და მომსახურეობის ხარისხზე;

• სტერილიზაციის საერთაშორისო სტანდარტები;

• და რაც მთავარია - დაბალი ფასები! 

თერაპია 

კარიესის მკურნალობა უახლესი საბჟენი მასალების გამოყენებით; 

დაშლილი და ფერშეცვლილი კბილების რესტავრაცია;

კბილების გაწმენდა (სკალერის და ეარფლოუს აპარატით);

კბილების გათეთრება (კაპებით და უახლესი დიოდური ლაზერის აპარატით);

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და პაროდონიტის დაავადებათა მკურნალობა;

 

ორთოპედია 

ყველა ტიპის მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზები,

მეტალოკერამიკული, ცირკონოკერამიკული გვირგვინები.

ხიდები და დრეკადი მოსახსნელი პროთეზები;

 

ბავშვთა სტომატოლოგია

პატარა პაციენტებისთვის სპეციალური გართობა,

ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შერჩევა. 

ფერადი ბჟენების გამოყენება;

 

ორთოდონტია 

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების გასწორება;

ბრეკეტ სისტემა (მეტალის და გამჭირვალე);

მოსახსნელი ფირფიტები;

 

ქირურგია 

კბილების ექსტრაქცია,

რთული ოპერაციები ყბა-სახის მიდამოში , 

იმპლანტაცია;

 

ვიზიოგრაფია 

პაციენტის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო აპარატი ექიმს საშუალებას აძლევს კომპიუტერის ეკრანზე დაინახოს პათოლოგია, რაც მცირე ზომის რენტგენის ფირზე შეიძლება არ გამოჩნდეს.