Nuk
მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი

მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის შესახებ

მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრიარის ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, ასევე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოწყობილ ლაბორატორიას, სადაც განთავსებულია ყველა ის უახლესი წარმოების ლაბორატორიული ანალიზატორი, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრშიშესაძლებელია ნებისმიერი გამოკვლევის ჩატარება უკანასკნელი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული სკანერით, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ასევე, აღსანიშნავია მამოგრაფი ტომოსინთეზის და დამიზნებითი ბიოფსიის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს. გარდა ამისა, ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე მოდელების კომპიუტერული ტომოგრაფით, დესიტომეტრით, რენტგენის აპარატით, ექოსკოპებითა და ენდოსკოპიური აპარატურით.

მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრშიპაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს უტარებენ საქართველოს მასშტაბით მოღვაწე წამყვანი ექიმები, რომლებიც ენერგიას არ ზოგავენ პაციენტების გამოჯანმრთელებისა და მათთვის სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის.