Nuk
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ინგოროყვას კლინიკა)-სხივური თერაპიის განყოფილება

პირველად ამიერ კავკასია და შუა აზიაში, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, გაძლევთ უნიკალურ საშუალებას ქვეყნიდან გაუსვლელად , ჩაიტაროთ ონკოდაავადებათა  სრული  დიაგნისტიკა და მკურნალობა პოზიტრონ–ემისიური  ტომოგრაფით, ანუ PET –გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ონკოპაციენტთა   ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის დაგეგმვა. გარდა ამისა,  საუნივერსიტეტო კლინიკაში  მიმდინარეობს   ფარისებური ჯირკვლის დაავადებების იოდოთერაპია.

PET-CT  კვლევა  არის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც  წარმოადგენს  უახლეს  სიტყვას  ბირთვულ  მედიცინაში. მისმა  დანერგვამ  გადატრიალება  მოახდინა  ონკოლოგიური  დაავადებების  დიაგნოსტიკასა  და  მკურნალობაში. სიმსივნურად  აქტიურ  უჯრედებში სპეციალური პრეპარატის (რადიოიზოტოპის) FDG-ის  ჩართვით  შესაძლებელი  გახდა  ზუსტად  დადგინდეს  დაავადების  გავრცელება  ორგანიზმში.   ასეთი შესაძლებლობები  არ  აქვს  არცერთ  სხვა   რადიოლოგიურ  კვლევას. იგი  მოიცავს  ფუნქციურ   ინფორმაციას  და  ანატომიურ  დეტალებს. ფუნქციური  ცვლილებები  ყოველთვის  წინ  უსწრებს ანატომიურს.

PET-CT  გვაძლევს საშუალებას ზუსტად მოხდეს ონკოლოგური დაავადების  გავრცელების, შესაბამისი  მკურნალობის  მეთოდის (ქირურგიული, ქიმიო და სხივური თერაპია) და მათი თანამიმდევრობის  შერჩევა. მკურნალობის ტაქტიკა იცვლება შემთხვევათა 36.5%-ში. 

PET-CT–ის, როგორც ფუნქციონალური დიაგნოსტიკის მეთოდის უნიკალურობას განაპირობებს  ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, რადგან თავ–კისრის, ძუძუს,  საშვილოსნოს ყელის და სხვა სიმსივნეების I-II სტადიის დროს განკურნება შესაძლებელია შემთხვევათა 95–97%–ში.

იზოტოპი FDG, რომელიც კვლევისთვის გამოიყენება, არ არის სპეციფიური და აკუმულირდება ყველა არეში  სადაც არსებობს  მეტაბოლიზმის მაღალი ხარისხი და გლიკოლიზი. ავთვისებიან უჯრედებს ახასიათებთ უფრო მაღალი მეტაბოლიზმი და  მეტი მიტოზური აქტივობა, ვიდრე ნორმალურ უჯრედებს, რის გამოც ისინი მაღალი ინტენსივობით ირთავენ FDG–ს.

ამ კვლევით ხდება:

1. უცნობი პირველადი  კერის გამოვლენა;
2. სიმსივნის გავრცელებს დადგენა;
3. მკურნალობის შედეგების შეფასება;
4. წარმონაქმნების აღწერა, რომელთა ბიოფსია გაძნელებულია.

ამ კვლევით შესაძლებელია განხორციელდეს სხივური თერაპიის დაგეგმვა, რითიც თავიდან იქნება აცილებული  ჯანმრთელი  არეების  დასხივება.  ქიმიოთერაპიული მკურნალობის შედეგებიც ფასდება ასევე  ამ  მეთოდის გამოყენებით. PET-CT კეთდება როგორც ქიმიოთერაპიის დასაწყისში, ასევე მკურნალობის შედეგების შეფასებისათვის.