ლანცეტი - სამედიცინო ცენტრი

ლანცეტი - ჩემი ჰოსპიტალი
 
პირველად კავკასიის რეგიონში, მედიცინის ყველა დარგი და მიმართულება ერთ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელ და ბედნიერ მომავალზე. "ლანცეტი" ეს არის კლინიკა, არა მარტო შეძლებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი სოციალური ფენისთვის, ვისაც ჩვენი გუნდის გვერდში დგომა ესაჭიროება.

რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში სრულდება ურთულესი ოპერაციები შემდეგი მიმართულებებით: 
- ორგანოთა ტრანსპლანტაცია
- გულსისხლძარღვთა სისტემა
- ნეიროქირურგია
- ონკოლოგია
- პლასტიკური ქირურგია
- თორაკო-აბდომინური ქირურგია
- ორთოპედია-ტრამვატოლოგია
- ყბა-სახის ქირურგია 

ასევე ჰოსპიტალი მოიცავს მნიშვნელოვან სერვისებს:
- ამბულატორია
- ემერჯენსი
- ინტერვენციული რადიოლოგია
- ოფთალმოლოგია
- პროქტოლოგია
- უროლოგია
- მეან გინეკოლოგია
- პედიატრია
- ბავშვთა ორთოპედია
- ინ-ვიტრო ხელოვნური განაყოფიერება

ლანცეტი აღჭურვილი არის უახლესი სამედიცინო აპარატურით, ჰოსპიტალში მუშაობს გუნდი, რომელშიც გაერთიანებულია, საუკეთესო ევროპელი და ქართველი სპეციალისტები.