Nuk
იმედის კლინიკა

დაფუძნება: 2005 წელი
ფუნქციონირების დაწყება: 2005 წლის 21 სექტემბრი
,,იმედის კლინიკა" დიდ დიღომში: 2011 წლის 7 იანვრიდან 

,,იმედის კლინიკა” სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სამშობიარო სახლში ათასობით ახალშობილი დაიბადა.

კლინიკის პერსონალის პროფესიონალიზმი, თანამედროვე ტექნიკა, სამშობიარო სახლის სერვისების გამართულობა, პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა კეთილგანწყობაზე ორიენტირებული მენეჯმენტი - ,,იმედის კლინიკას” სულ უფრო პოპულარულს ხდის, რისი დასტურია თითქმის ყოველდღიურად მზარდი მომართვიანობის რაოდენობა

 სამშობიარო სახლში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:
- სამშობიარო ბლოკი
- საოპერაციო ბლოკი
- მელოგინეთა განყოფილება
- ობსერვაციული განყოფილება
- ნეონატოლოგიური სამსახური
- ანესთეზიოლოგიური განყოფილება
- ორსულთა პათოლოგიის განყოფილება
- ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილება
- პლასტიკური გინიკოლოგიის სექტორი
- ქალთა კონსულტაცია
- კლინიკური ლაბორატორია
- ჰომეოპათიის კაბინეტი
- კოლპოსკოპიის  კაბინეტი
- რადიოლოგიის კაბინეტი
- რეპროდუქტოლოგიის კაბინეტი
- კარდიოტოკოგრაფიის კაბინეტი
- კონსერვატული გინეკოლოგიის განყოფილება
,,იმედის კლინიკა” წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბაზას

,,იმედის კლინიკაში” ფუნქციონირებს ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას პაციენტთა და მათი ოჯახის წევრების უფლებები, უზრუნველყოს პაციენტთათვის კეთილგანწყობილი და ყურადღებიანი გარემოს შენარჩუნება

,,იმედის კლინიკის” მენეჯმენტში გამოსაყოფია მარკეტინგისა და პროგრამული მართვის განყოფილება, რომელიც მართვის, ორგანიზების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების დანერგვაზეა ორიენტირებული.