Nuk
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი

აკად. . ღუდუშაურის სახელობის განახლებული ეროვნული სამედიცინო ცენტრი 2003 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში მან შეძლო და მოიპოვა ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულების სახელი საქართველოში.

ღუდუშაურის კლინიკა გახლავთ  მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება მაღალი ხარისხის ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით, სათანადოდ გამართული გადაუდებელი მიმღებითა და განვითარებული ჰოსპიტალური სექტორით.

კლინიკის მთავარ პრიორიტეტს განსაკუთრებულად რთული შემთხვევების პროფესიონალურად მართვა წარმოადგენს.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და გამოცდილი მედ პერსონალით.

აკად. . ღუდუშაურის სახელობის განახლებული ეროვნული სამედიცინო ცენტრი  პაციენტებს უპრეცენდენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი დასახელების სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. გარდა ამისა აქვს ყველა რესურსი სტიქიური და საომარი კატაკლიზმების დროს რამდენიმე საათში გადაკეთდეს სამხედრო რეჟიმის ჰოსპიტლად.

პაციენტთა სამედიცინო მომსახურების საქმეში უწყვეტობის შენაჩუნების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კლინიკას გააჩნია ელექტრო და წყალმომარაგების ალტერნატიული,სარეზერვო წყაროები .

გარდა ამისა, კლინიკას გააჩნია საჰაერო ტრანსპორტის დასაფრენი ბილიკი.

·         ცენტრი გაშლილია 320 საწოლზე და შეუძლია 1000-ზე მეტი ამბულატორიული პაციენტის მიღება.

კლინიკის განყოფილებების არასრული ჩამონათვალია: სასწრაფო გადაუდებელი დახმარება (ER), სამეანო გინეკოლოგიური დახმარება, ქირურგიული ჩარევები (ზოგადი ქირურგია, ,სისხლძარღვთა ქირურგია),თერაპიული სამსახური.

·         ნევროლოგია,_ნეიროქირურგია, კარდიოლოგიური ცენტრი, ტრავმატოლოგია_ორთოპედია, ოტორინილარინგოლოგია, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება, სამშობიარო, ორსულთა პათოლოგიის განყოფილება, რადიოლოგია,  ლაბორატორიული საქმიანობა სხვა.

·         კლინიკაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ექიმი,ექთანი და სხვა დამხმარე პერსონალი, მათ შორის მედიცინის დოქტორები, პროფესორები, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატები, რომლებიც ცნობილი არიან არა მხოლოდ საქართველოში.

·         კლინიკა სამედიცინო საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო გაიდლაინებითა და პროტოკოლებით,კლინიკის ექიმები სისტემატურად გადიან პროფესიულ მომზადებასექიმებისთვის ხელმისაწვდომია უახლესი ინფორმაციასხვადასხვა დაავადებების და მდგომარეობის მართვის შესახებ.