Nuk
ჯეოქორდი

ჯეოქორდი არის ჭიპლარის სისხლის კერძო ბანკი, რომელიც ინახავს ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს და თავის საქმიანობას ახორციელებს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების მიღების, დამუშავებისა და შენახვის თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.

“ჯეოქორდი” დაარსდა 2006 წელს ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის ბაზაზე, როდესაც ჩვენმა კლინიკამ მოიპოვა ქალაქ თბილისის მერიის გრანტი ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ოჯახებში ჭიპლარის სისხლის შესაგროვებლად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ 2007 წლის იანვრიდან “ჯეოქორდმა” დაიწყო კომერციულად ჭიპლარის სისხლის შენახვა.

ჭიპლარის სისხლის ბანკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად იქნას აღებული, დამუშავებული, გამოკვლეული და შენახული ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები და საჭიროების დროს უზრუნველყოფილი იქნას მისი დროული და შესაბამისი ტრანსპორტირება ტრანსპლანტაციის იმ ცენტრში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ჩვენს კლიენტს ჩაუტარდება გადანერგვა.

ახალშობილის დაბადების შემდეგ ჭიპლარის სისხლის შეგროვების, მისგან ბანკში ღეროვანი უჯრედების კონცენტრატის (შემდგომში ნიმუში) მიღების, მისი ბაქტერიულ და ვირუსულ გამომწვევებზე ტესტირების, იმუნოფენოტიპირების, კრიოპრეზერვაციის და კრიოგენულ საცავში შენახვის პირველი წლის გადასახადი შეადგენს 780 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, რომელიც შეგიძლიათ გადაიხადოთ, როგორც პირდაპირ ასევე უპროცენტო განვადებით,უპროცენტოს დროს პირველი შენატანი შეადგენს 250 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში(არსებობს 3თვიანი, 6 თვიანი და 1 წლიანი უპროცენტო განვადება), ხოლო თუ პირველ 250 ევროს ექვივალენტის გადახდის შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ აირჩიოთ 70 ევროიანი (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) პროცენტიანი განვადება 1 წლის განმავლობაში, რაც საბოლოო ჯამში 60 ევროთი აძვირებს, ხოლო ყოველი მომდევნო წლის შენახვის ღირებულება შეადგენს 100 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.