Nuk
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრი

ძირითადი საქმიანობა
 
რეფერალური დახმარების ცენტრი დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებით, ექთნებით და მძღოლი-მაშველებით. თითოეული მათგანი სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზიის გარდა ფლობს საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) BLS-ის (Basic Life Support) და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის (American College of Surgeons) PHTLS-ის (Prehospital Trauma Life Support) და ATLS (Advanced Trauma Life Support) სერტიფიკატებს. მათი მოვალეობაა საქართველოს მასშტაბით მძიმე სამედიცინო შემთხვევების მართვა და პაციენტთა ტრანსპორტირება ადექვატურ სამედიცინო დაწესებულებებში. ამისთვის ვიყენებთ ტანამედროვე აპარატურით აღჭურვილ რეანიმობილებს, სადაც ექიმებს ყველანაირი საშუალება აქვთ ადექვატური დახმარება გაუწიონ პაციენტებს. 

“რეფერალური დახმარების ცენტრის” შემადგენლობაში შედის: 
საინფორმაციო-საკოორდინაციო სამსახური, 
გადაუდებელი დახმარების სასწავლო ცენტრი; 
კატასტროფის, საგანგებო სიტუაციების და რეფერალური სამედიცინო დახმარების სამსახური;
სპეციალური პროგრამების სამსახური; 

საინფორმაციო-საკოორდინაციო სამსახურში მორიგეობენ ზოგადი პროფილის ექიმები და უწევენ სადისპეჩერო მომსახურებას საქართველოს საავადმყოფოებს, ასევე მათგან ხდება მძიმე შემთხვევების სადისპეჩერო მართვა. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს, როგორც ყოველდღიურ, ასევე საგანგებო მდგომარეობაში, მუშაობს კვირაში 7 დღე 24 საათი. 

სასწავლო ცენტრში მუშაობენ ინსტრუქტორები, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი განათლება და ინსტრუქტორის წოდება აშშ-ში (PHTLS და  BLS). ცენტრის მიზანია სამედიცინო დახმარების სასწავლო პროგრამების პოპულარიზაცია სამედიცინო და არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში. ბოლო პერიოდში მათ მიერ მომზადებულია ბათუმის სასწრაფო დახმარების პერსონალი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პერსონალი, საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამებით. 

კატასტროფის, საგანგებო სიტუაციების და რეფერალური სამედიცინო დახმარების სამსახურის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის გადაუდებელი და გეგმიური საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენა, რაც ითვალისწინებს კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობათა პაციენტების ადგილზე კონსულტაციას და ტრანსპორტირებას, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა რეფერალურ დახმარებას, კატასტროფებისას, საგანგებო სიტუაციებისას სამედიცინო რეაგირებას, გაიდლაინების, პროტოკოლების, ალოგითმებისა და სტანდარტების შემუშავებას. 

სპეციალური პროგრამების სამსახური შედგება საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის სიტემის, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებები და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის სიტემის და საგანგებო სიტუაციების და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლების და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის სისტემის თანამშრომლებისგან. მისი ამოცანები განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებებით. 

ბოლო სამი წლის განმალობაში ჩვენს მიერ ხდებოდა კურორტ გუდაურის მაშველთა სწავლება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში და სათხილამურო ტრასების სამედიცინო უზრუნველყოფა მაშველებთან ერთად. იქ მუდმივად იმყოფებოდნენ ჩვენი 2 ექიმი რეანიმობილით ხდებოდა დაშავებულების ადგილზე დახმარება ასევე მაშველებთან ერთად სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ტრანსპორტირება.