Nuk
ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგეი მიხაილის ძე ბუბნოვსკი - ფუნქცია დარღვეულ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატთან დაკავშირებული, ურთულესი სისტემური დაავადებების, მკურნალობის ინოვაციური მიდგომის ავტორი, თანამედროვე კინეზითერაპიის დამაარსებელი (Kinesis - მოძრაობა, Therapia - მკურნალობა). ავტორი უნიკალური, დაპატენტებული მკურნალობის მეთოდის, სადაც თვითონ პაციენტია ჩართული მისივე გამოჯანმრთელების პროცესში.

დღეისობით ეს ერთადერთი რუსული სამკურნალო ტექნოლოგიაა, რომლის ექსპორტიც ხდება საზღვრებს გარეთ (ფინეთი, ინგლისი, აშშ, შვედეთი, დსთ-ს ქვეყნები). „ბუბნოვსკისეული“ კინეზითერაპიის მეცნიერული სიახლე დადასტურებულია მრავალი პატენტებით გამოგონებებზე მედიცინის სფეროში.

ს.მ. ბუბნოვსკი - მედიცინის სფეროში მრავალი სამეცნიერო მონოგრაფიის, წიგნისა და სტატიის ავტორი. მას ეკუთვნის საავტორო უფლებები მრავალ სამკურნალო და დიაგნოსტიკურ მეთოდებზე (პატენტები №2309721, №2142771, №2142772, №2158575, №2228778).

ს.მ. ბუბნოვსკის წიგნები: „ხერხემლის თიაქარი - არ არის სასიკვდილო განაჩენი!“, „ხერხემლისა და სახსრების გამოჯანმრთელება“, „ზურგის ტკივილები“, „გონივრული სხეულის ბუნება“, „ზურგისა და ხერხემლის თიაქრის ტკივილების მკურნალობა“, „მტკივნეული მხრის სინდრომი“ იქცნენ ბესტსელერებად იმ ადამიანთათვის, რომლებსაც სურთ იცხოვრონ სამკურნალო პრეპარატებისაგან დამოუკიდებლად.

ს.მ. ბუბნოვსკი - „ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და სპორტის“ ფონდის პრეზიდენტი, კინეზითერაპევტთა რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზიდენტი (მხოლოდ რუსეთში ბუბნოვსკის მეთოდით ფუნქციონირებს 50-ზე მეტი ცენტრი), ფუნქციური მდგომარეობის აღდგენისა და ფიზიკური რეაბილიტაციის კათედრის ხელმძღვანელი მოსკოვის ღია განათლების ინსტიტუტში.

2004 წლიდან ს.მ. ბუბნოვსკი „Kamaz-Master” გუნდის საველე ექიმად გვევლინება. მან დაამტკიცა მისი მკურნალობის უნიკალური სისტემის ეფექტურობა „პარიზი-დაკარი“-ს რალის ურთულეს პირობებში, სადაც გუნდის სერიოზულად დაშავებული 9 მრბოლელიდან 6 წარმატებით დაუბრუნა ასპარეზს.

პაციენტთა ფიზიკური რეაბილიტაციის და ფუნქციური მდგომარეობის აღდგენის მეთოდები, პრაქტიკულად, ჯანდაცვის ალტერნატიულ სისტემას წარმოადგენს, რომელიც საშუალებას იძლევა განკურნოს არა მარტო საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, არამედ ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდსასქესო სისტემის, იმუნური სისტემისა და რესპირატორული დარღვევები. მკურნალობის მეთოდი განეკუთვნება ბუნებრივი მედიცინის სფეროს, ის ორიენტირებულია ადამიანის ორგანიზმის შინაგანი რეზერვების მობილიზაციისაკენ მედიკამენტური თერაპიის გამოყენების გარეშე.

მკურნალობის მიზანი: ტკივილების მკურნალობა მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე. სრული ქმედუნარიანობის აღდგენა, ასევე ოპერაციის შემდგომი და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნებისმიერი ტრამვის რეაბილიტაცია.

დღეისათვის მედიცინის სფეროში, თანამედროვე კინეზითერაპია ექიმი ბუბნოვსკის მეთოდით არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი.