Nuk
დენტექსი 95

 საქართველოში არსებული და მოქმედი სტომატოლოგიური კლინიკების რიცხვი და კონკურენცია იმდენად დიდია, რომ რთულია პაციენტი გავაკვირვოთ მხოლოდ ძვირადღირებული აპარატურით, საუკეთესო ინტერიერით. ამიტომაც ჩვენი კლინიკა გაცილებით მეტს სთავაზობს მომხმარებელს: კვალიფიცირებულ ექიმებს და საუკეთესო მომსახურების ხარისხს.

   კლინიკის ღირებულება - სანდოობა და გულახდილობა პაციენტებთან. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოებასთან. კმაყოფილი პაციენტი ჩვენი სავიზიტო ბარათია.

   კლინიკის მიზანი - ლიდერი საქმიანობის სფეროში. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა ვიცოდეთ, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი კონკურენტი კლინიკები, რათა კონკურენცია და პირველობის ამბიცია ყოველთვის გვაიძულებს ვეძებოთ უკეთესი.

    ყოველწლიურად, კლინიკის ერთი თანამშრომელი მიემგზავრება გერმანიის ქ. კარლსრუეს ცნობილ სტომატოლოგიურ კლინიკაში და გადის ერთთვიან სტაჟირებას. აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელი პროფ. ჰერმან შნორბახი 8 წელია თანამშრომლობს ჩვენს კლინიკასთან. გერმანელ პროფესორთან თანამშრომლობასთან არის დაკავშირებული კლინიკაში ბევრი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კლინიკის თანამშრომლების პროფესიული განვითარება.

    კლინიკა მუდმივად ჩართულია და მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს, მასტერ-კლასებსა და კონგრესებში. კლინიკის დამფუძნებლების მისია ყოველთვის იყო, არის და იქნება თანამშრომლების მოტივაცია, განვითარება, მაღალკვალიფიცირებული კადრი, ფინანსული სიძლიერე, პაციენტებზე ორიენტაცია, რაც აისახება ხელმისაწვდომ ფასებში, ხარისხიან მომსახურებაში და საიმედო გარემოში.