Nuk
ავერსის ბირთვული მედიცინის ცენტრი

2014 წლის 11 სექტემბერს გაიხსნა ,,ავერსის კლინიკის’’ ბირთვული მედიცინის ცენტრი.

 

,,ავერსის კლინიკის’’ ბირთვული მედიცინის მიმართულება წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო ცენტრს, რომელშიც შეგიძლიათ მიიღოთ ბირთვული მედიცინის სრული სერვისი, როგორც დიაგნოსტიკა ასევე მკურნალობა. სწორად შერჩეული პროფესიონალი კადრები, მრავლწლიანი დასავლური გამოცდილებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რადიაციული უსაფრთხოების უმკაცრესი მოთხოვნების დაცვა, კომფორტული გარემო ქმნის წინაპირობას, რომ ცენტრი გახდეს რეგიონული ფლაგმანი ბირთვული მედიცინის კუთხით.

 

,,ავერსის კლინიკის’’ ბირთვული მედიცინის ცენტრში მკურნალობას წარმართავენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი - ნატალია შენგელია - დე ლანგე და ექიმი- რადიოლოგი - ირაკლი ფორჩხიძე.

 

ცენტრში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების  რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, ფარისებრი ჯირკვლის, ძვლების, მიოკარდიუმის, თირკმლისა და მოდარაჯე ლიმფური ჯირკვლების  სცინტიგრაფიული კვლევის ჩატარება.

 

,,ავერსის კლინიკის’’ ბირთვული მედიცინის ცენტრი აშენდა და ფუნქციონირებს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. პირველ ადგილზე  პაციენტების, სამედიცინო პერსონალისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოება დგას, რასაც უზრუნველყოფს  რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.

 

,,ავერსის კლინიკის’’ ბირთვული მედიცინის ცენტრი ყველა სტანდარტის დაცვით, უზურნველყოფს პაციენტებისათვის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.