Nuk
ავერსის კლინიკა


"ავერსის კლინიკა" წამყვანი მრავალპროფილური სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, მან ფუნქციონირება 2007 წლიდან დაიწყო, დღეისათვის კი 9 ფილიალს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.  


კლინიკას ყოველდღიურად საშუალოდ 1500 ადამიანი მომართავს.  

 

2013 წელს  გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD –ის მიერ,  ,,ავერსის კლინიკას“ ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001  მიენიჭა.  კლინიკამ სამ წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს რესერტიფიცირება, რაც ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების გარანტიაა.

 

"ავერსის  კლინიკის" ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტით - ISO 15189.

 

ხარისხის საერთაშორისო  სტანდარტების დანერგვა მხოლოდ პრესტიჟის საკითხი არ არის, ეს არის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ  სამედიცინო რეალობაში, ეს არის გარანტი იმისა, რომ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, ქვეყნიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს ევროპული დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.