Nuk
პედიატრიული დამარბილებელი კრემი / Pediatric Emollent Cream
  • აღწერა: პედიატრიული მოვლის საშუალება
  • მოცულობა: 200 მლ
  • დანიშნულება: ბავშვის მოვლის საშუალებები; ატოპიური კანის მოვლის საშუალებები; ბავშვის კანის დამატენიანებელი საშუალებები; ბავშვის კანის სიცივისგან დამცავი საშუალებები

ბაბე - პედიატრიული დამარბილებელი კრემი 200 მლ
გამოიყენება როგორც გარემო ფაქტორებისგან (მზე, ყინვა ქარი და ა.შ) დამცავი საშუალება. ინტენსიურად კვებავს ატოპიურ და გაღიზიანებისკენ მიდრეკილ ჩვილის და ბავშვის კანს. მასში შემავალი ომეგა 3 და 6 ცხიმოვანი მჟავები აღადგენენ კანის ბუნებრივ ტენიანობას. აქტიურად კვებავს ბავშვის კანს, ატენიანებს და ხსნის ქავილს. ქმნის ხანგრძლივი კომფორტის შეგრძნებას. არ შეიცავს პარაბენს, ალკოჰოლს და ქიმიურ დანამატებს. 

გამოყენების წესი:  დაიტანება კანზე თანაბრად ნაზი შეზელვით.

შემადგენლობა:
ნუშის ზეთი 4%
შავი მოცხარი 2% 
კუკუმის ხის ზეთი - წითელი მანგოს ზეთი 2%
ვიტამინი F 1%
ვიტამინი E 0.25%

ნუშის ზეთი: არის ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტი, გააჩნია დამარბილებელი, ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) ეფექტი, ქერტლის საწინააღმდეგო ეფექტი, კანის მკურნალობისათვის ნუშის ზეთი არის ეფექტური მასში შემავალი დიდი რაოდენობით ცხიმოვანი მჟავების გამო, მას აქვს დამარბილებელი ეფექტი და დამცავი ბარიერის ფორმირებას ახდენს კანზე. დამარბილებელი ეფექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის მდგომარეობის დროს როგორიც არის აკნე, ეგზემა, ფსორიაზი და როზაცეა. ნუშის ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავები იწვევენ კანის ცხიმის დაშლას და ათავისუფლებს ფორებს, აცილებს მკვდარ უჯრედებს, შედეგად ხელს უწყობს აკნეს ალაგებას. ნუშის ზეთი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ექსფოლიატორი.

შავი მოცხარი: მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და აქვს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები. გამოიყენება ეგზემის დროს, ლაზერული მკურნალობის შემდეგ. შეიცავს 12 ძალიან ძვირფას კანის მკვებავ ზეთს, ანტიოქსიდანტებს ფიტონუტრიენტებს და ვიტამინებს, მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავებს, რომელიც მნიშვნელოვანია კოლაგენის და ელასტინის სტიმულაციისათვის, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

კუკუმის ხის ზეთი - წითელი მანგოს ზეთი:  კუკუმის ხის ზეთს აქვს უნარი კანის ელასტიურობის აღდგენის, იცავს მას სიმშრალისაგან და გააჩნია რეგენერაციის უნარი. მდიდარია მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებით და ვიტამინი E. იწვევს კანის უჯრედების კვებას და ოქსიგენაციას (ჟანგბადით გამდიდრება)

ვიტამინი F: ლინოლენის მჟავაა, ვიტამინი F შეიცავს ცხიმოვან მჟავებს იმეგა 3 და ომეგა 6. ეს არის ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები. ძალიან მნიშვნელოვანია კანის უჯრედების რეგენერაციისათვის, ნაწიბურებისათვის, სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და დაზიანებებს. ერთ-ერთი მანიშნებელი ვიტამინი F -ის ნაკლებობის დროს არის კანის სიმშრალე. ცხიმოვანი მჟავები ასრულებს მნიშვნელოვან როლს, კანის ელასტიურობის და კანის ტენიანობის აღდგენაში.