Nuk
პედიატრიული საფენის ქვეშ გამოსაყენებელი კრემი / Nappy Rash Cream
  • აღწერა: პედიატრიული საფენის ქვეშ გამოსაყენებელი
  • მოცულობა: 100 მლ
  • დანიშნულება: ბავშვის მოვლის საშუალებები; ბავშვის საფენქვეშა არეში გამოსაყენებელი საშუალებები

ბაბე - პედიატრიული თხევადი საპონი 200 მლ

ჩვილის და ბავშვის მშრალი და ატოპიური კანისთვის. შეიცავს 20%-ზე მეტ აქტიურ ზეთებს, რომლებიც ასუფთავებს და იცავს კანს გაღიზიანებისაგან. აღადგენს კანის ტენიანობას, რადგან შეიცავს ომეგა 3 და 6 ცხიმოვან მჟავებს. აღადგენს კანის ქსოვილს და ქმნის კომფორტის შეგრძნებას. არ შეიცავს პარაბენს, ალკოჰოლს და ქიმიურ დანამატებს.

გამოყენების წესი: დაიტანება სველ კანზე, საჭიროებს წყლით ჩამობანას. შეამშრალეთ პირსახოცით.

შემადგენლობა:  
ნუშის ზეთი 20% 
შავი მოცხარი 1% 
ვიტამინი F 1% 
ვიტამინი E 0.25%

ნუშის ზეთი:    არის ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტი, გააჩნია დამარბილებელი, ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) ეფექტი, ქერტლის საწინააღმდეგო ეფექტი, კანის მკურნალობისათვის ნუშის ზეთი არის ეფექტური მასში შემავალი დიდი რაოდენობით ცხიმოვანი მჟავების გამო, მას აქვს დამარბილებელი ეფექტი და დამცავი ბარიერის ფორმირებას ახდენს კანზე. დამარბილებელი ეფექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის მდგომარეობის დროს როგორიც არის აკნე, ეგზემა, ფსორიაზი და როზაცეა. ნუშის ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავები იწვევენ კანის ცხიმის დაშლას და ათავისუფლებს ფორებს, აცილებს მკვდარ უჯრედებს, შედეგად ხელს უწყობს აკნეს ალაგებას. ნუშის ზეთი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ექსფოლიატორი.

შავი მოცხარი:  მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და აქვს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები. გამოიყენება ეგზემის დროს, ლაზერული მკურნალობის შემდეგ. შეიცავს 12 ძალიან ძვირფას კანის მკვებავ ზეთს, ანტიოქსიდანტებს ფიტონუტრიენტებს და ვიტამინებს, მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავებს, რომელიც მნიშვნელოვანია კოლაგენის და ელასტინის სტიმულაციისათვის, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

ვიტამინი F:   ლინოლენის მჟავაა, ვიტამინი F შეიცავს ცხიმოვან მჟავებს იმეგა 3 და ომეგა 6. ეს არის ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები. ძალიან მნიშვნელოვანია კანის უჯრედების რეგენერაციისათვის, ნაწიბურებისათვის, სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და დაზიანებებს. ერთ-ერთი მანიშნებელი ვიტამინი F -ის ნაკლებობის დროს არის კანის სიმშრალე. ცხიმოვანი მჟავები ასრულებს მნიშვნელოვან როლს, კანის ელასტიურობის და კანის ტენიანობის აღდგენაში.