ალერგია - რაც მეტი იცი მის შესახებ, მით ნაკლებად წუხდები
იცხოვრეთ ოთახის მტვრის ტკიპების გარეშე "ALLERGOCOVER"-თან ერთად
ალერგიის მკურნალობის ერთ-ერთ პირველ ეტაპს - ალერგიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათგან თავის დაცვა წარმოადგენს.
ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ ალერგიის დადასტურების შემთხვევაში, ყველაზე მთავარ და გადაუდებელ ღონისძიებას - მტვრის ტკიპებთან კონტაქტის შემცირება წარმოადგენს.
ცნობილია, რომ ჩვენი საწოლი, ოთახის მტვრის ტკიპების ყველაზე დიდი რეზერვუარია, რაც იწვევს ალერგიას, და აგრეთვე, ძილის პროცესის გაუარესებას.
ოთახის მტვრის ტკიპებისგან ბალიშების, საბნების, ლეიბების და მატრასები გასუფთავება პრაქტიკულად შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ პრაქტიკულ გზას წარმოადგენს ოთახის მტვრის ტკიპების საგულდაგულო "იზოლირება" ჰიპოალერგიული თეთრეულის - "ALLERGOCOVER"ის დახმარებით.
ჰიპოალერგიული თეთრეული განკუთვნილია მტვრის ტკიპების მიმართ ალერგიის მქონე ადამინებისათვის, მათი ძილის სასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით.
ჰიპოალერგიული თეთრეული მზადდება რბილი, შემოუგარსავი მიკრო-ბოჭკოვანი ქსოვილისგან, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ჰაერისა და ტენის თავისუფალ გამტარებლობას, და შესაბამისად, ძილის ბუნებრივი გარემოსა და კომფორტს.
ჰიპოალერგიული თეთრეულის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და უმსხვილესი მწარმოებელია გერმანული ფარმაცევტული კომპანია "ALLERGOPHARMA", რომლის პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ჰიპოალერგიულ თეთრეულის შესაბამის ხარისხის ყველა კრიტერიუმს:
- ჰაერისა სრული გამტარებლობა, რაც არ იწვევს ჩახურებას და უზრუნველყოფს კომფორტულ ძილს;
- მზადდება ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხო მასალისგან;
- ირეცხება 60 გრადუს ტემპერატურაზე;
- თეთრეული ძალიან გამძლეა - მწარმოებელი კომპანია იძლევა 12 წლიან გარანტიას;
- თეთრეული არის ძალიან კომპაქტური და მსუბუქი, ამიტომ მათი ტრანსპორტირება ყველგანაა შესაძლებელი.
გერმანული ფარმაცევტული კომპანია "ALLERGOPHARMA"-ს ოფიციალურ დისტრიბუტირს საქართველოში წარმოადგემს „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი", სადაც შესაძლებელი ჰიპოალერგიული თეთრეულის შერჩევა ზომების მიხედვით, და მათი ჩამოტანა გერმანიიდან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
„ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი"
თბილისი, ლუბლიანას 2/6 (მ.იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორია)
ტელ.: 52 05 33; 52 60 52; (899) 49 02 55
იცხოვრეთ ალერგიის გარეშე